დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.022.016487 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანების (სსმ, 122, 24/10/2005, 270.090.000.22.022.007.808) პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. 1-ლ, მე-2 და მე-3 დანართებში მოცემულია სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლის ხელფასი. სრული დატვირთვა ნიშნავს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში.”; ბ) 51 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები: ,,დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების პედაგოგი ჩააბარებს სასერტიფიკაციო გამოცდას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ერთ-ერთ საგანში (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა). ,,ე) რამდენიმე საგანში სერტიფიცირებული პედაგოგის ჯამური დატვირთვა შეადგენს სერტიფიცირებულ საგნებში 18 და მეტ საგაკვეთილო საათს კვირაში.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები