„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 219/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016484
219/ნ
08/10/2012
ვებგვერდი, 09/10/2012
430010000.22.022.016484
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №219/ნ

2012 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1.  

,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების (სსმ 163, 14/12/2010, 430010000.22.022.016036) მე-3 პუნქტით დამტკიცებული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის კვალიფიკაციის სახელწოდება მოიცავს ტერმინს – „ბაკალავრი“, შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით. საგანმანათლებლო პროგრამაში სტუდენტს შეუძლია ძირითადი სპეციალობისა (არანაკლებ 120 კრედიტი) და დამატებითი სპეციალობის (არანაკლებ 30 კრედიტის) კომბინირება შემდეგი სახით:

ა) ძირითადი სპეციალობა და თავისუფალი კომპონენტები;

ბ) ძირითადი სპეციალობა, დამატებითი სპეციალობა და თავისუფალი კომპონენტები;

გ) ძირითადი და ორი დამატებითი სპეციალობა;

დ) ორი ძირითადი სპეციალობა.”;

 

ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე შესაბამისი რეგულირებადი პროფესიისათვის. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მისაღებად კანონით დადგენილი სავალდებულო კრედიტების  არანაკლებ 75% უნდა დაეთმოს რეგულირებადი პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას.”;


მუხლი 2. ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“  (დანართი №4) შეტანილ იქნეს ცვლილება და

ა) 020306 ქვედარგი/სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,020306 განათლების მენეჯმენტი“;

ბ) 030107 ქვედარგი/სპეციალიზაციის შემდეგ  დაემატოს შემდეგი  შინაარსის ქვედარგი/სპეციალიზაცია:

,,030108 განათლების ადმინისტრირება“.


მუხლი 3. ბრძანების მე-5 დანართით დამტკიცებული კვალიფიკაციის ფორმირების წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ ბრძანების დანართი №4 გაუთვალისწინებელი მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია, თუ დაწესებულებას

ა) სააკრედიტაციო განაცხადში მითითებული აქვს მის შესახებ;

ბ) თვითშეფასების ანგარიშში მითითებული აქვს მის შესახებ;

გ) ავტორიზაციის შესახებ განაცხადში მითითებული აქვს მის შესახებ.”.


მუხლი 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიხატია დეკანოიძე