„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის №584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის №584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 821
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016136
821
08/10/2012
ვებგვერდი, 08/10/2012
010240030.22.034.016136
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის №584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №821

2012 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის №584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლისა  და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის №584 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და IV თავი;
2. დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო (განყოფილება).“

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის X თავი:

„თავი X

საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენცია

მუხლი 23. საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენცია

საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენციაა:

ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დაინტერესებულ პირთათვის მათ მიწოდება;

გ) მისთვის მიკუთვნებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიეკატერინე ზღულაძე