„2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 417
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.017093
417
05/10/2012
ვებგვერდი, 08/10/2012
190020060.10.003.017093
„2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №417

2012 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში
(www.matsne.gov.ge, 20/09/2012, 190020060.10.003.017073) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. IV და V საფეხურების პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გაიცემა 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი განაწილებით:
ა) სრული დაფინანსებისათვის (100 პროცენტი) – 36 000 (ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;
ბ) ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობით დაფინანსებისათვის (70 პროცენტი) – 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი;
გ) ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობით დაფინანსებისათვის (50 პროცენტი) – 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი;
დ) ნაწილობრივი დაფინანსების მინიმალური ოდენობით დაფინანსებისათვის (30 პროცენტი) – 64 000 (სამოცდაოთხი ათასი) ლარი;
ე) 2012-2013 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV ან V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის – 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარი შემდეგი კატეგორიის სტუდენტებისათვის:
ე.ა) სტუდენტები, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი;
ე.ბ) სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი;
ე.გ) სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი (უდედმამო) – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი;
ე.დ) სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი;
ე.ე) სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე – 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ე.ვ) სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში, რაც დასტურდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი.“;
ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.“;
გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. თუ აკრედიტებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით გამოყოფილი თანხის ოდენობა აღემატება კონკრეტული კატეგორიის ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას, დარჩენილი თანხა დაემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით, საჭიროების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 პუნქტები:
„131. თუ აკრედიტებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით გამოყოფილი თანხის ოდენობა აღემატება კონკრეტული კატეგორიის ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას, დარჩენილი თანხა დაემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ კატეგორიებიდან ერთ-ერთს, რომელშიც არიან რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულების მქონე სტუდენტები, რომელთა დასაფინანსებლადაც არ აღმოჩნდა საკმარისი ამ კატეგორიისათვის გამოყოფილი თანხა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.
132. ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კატეგორიისათვის დარჩენილი თანხის დამატების შემდეგ არსებული თანხის ოდენობა არ არის საკმარისი რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულების მქონე სტუდენტების სრული დაფინანსებისათვის, თანხა გაიყოფა თანაბრად რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულების მქონე სტუდენტებზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი