დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 926 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016661 |
|
1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №102, მუხ. 1532) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.“; |
ბ)
ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დებულების (დანართი №1): |
ბ.ა)
მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის წარდგინებით.“; |
ბ.ბ)
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალა და ინფორმაცია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები