დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.108.016107 |
28
05/10/2012
ვებგვერდი, 08/10/2012
200130000.35.108.016107
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
1. ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 04/04/2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.108.016096) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
„მუხლი 6 |
1.
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 205-ე და 206-ე მუხლებით. |
2.
დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდეს: |
ა)
საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; |
ბ)
ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“. |
3.
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. |
4.
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები