დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19621 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 03/10/2012 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 03/10/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016175 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №19621
2012 წლის 3 ოქტომბერი
„ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკტორის“ (დანართი №2) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ჯ. ებანოიძე
„ 1. საბაჟო გამშვები პუნქტები
№ | კოდი | დასახელება |
1 2 | 69001 20011
| საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი” საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი” (მხოლოდ თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას) |
3 | 69002 | საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი” |
4 | 69003 | საბაჟო გამშვები პუნქტი„სადახლო”(საავტომობილო) |
5 | 69004 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო”(სარკინიგზო) |
6 | 69005 | საბაჟო გამშვები პუნქტი„გუგუთი” |
7 | 69006 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი” |
8 | 69007 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო” |
9 | 69009 | საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (სარკინიგზო) |
10 | 69021 | საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (საავტომობილო) |
11 | 69010 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი” |
12 | 69101 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი” |
13 | 69301 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” |
14 | 69302 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა” |
15 | 69401 69403 99403
| საბაჟო გამშვები პუნქტი„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”
|
16 | 69501 69502 69503 | საბაჟო გამშვები პუნქტი„ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ” |
17 | 69601 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი” |
18
| 69604
69603
20012
| საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი” (საზღვაო) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი” (საჰაერო) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი” (მხოლოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას) “. |
დოკუმენტის კომენტარები