„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.017088
414
03/10/2012
ვებგვერდი, 04/10/2012
380050000.10.003.017088
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №414

2012 წლის 3 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე‑3 მუხლის:     

ა) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის და­მა­დას­ტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 30 კალენდარულ  დღეში.“;

                ბ) 21‑ე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და  შე­საბამისი სალიცენზიო მოწმობის  (მათ შორის, ელექტრონული ფორმით სალიცენზიო მოწმობის) გაცემის წესს ადგენს სააგენტო კა­ნონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

        2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის  „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო  უფლებამოსილია,  ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიაღისეულის შესწავლისათვის ერთჯერადად, დამატებითი ვადის განსაზღვრისას, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის შემცირების თაობაზე.“.  

3. 73 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „დ) ინფორმაცია – მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.“.

          4. 75 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ინფორმაცია – მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი