დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 412 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210040.10.003.017087 |
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების“ მე-9 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
თავი I. ზოგადი მოთხოვნები
მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა, მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); ე) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; თავი II. ადმინისტრაციული სამსახური მუხლი 2. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს ადმინისტრაციული სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; მუხლი 3. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 4. ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 5. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტი ადმინისტრაციული სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 6. ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თავი III. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური მუხლი 7. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑7 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑7 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 10. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑7 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 11. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑7 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თავი IV. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მუხლი 12. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; დ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“. მუხლი 13. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑12 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 14. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑12 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 15. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑12 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 16. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑12 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თავი V. რეგიონალური განვითარების სამსახური მუხლი 17. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ რეგიონალური განვითარების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს რეგიონალური განვითარების სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“; დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; თ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის 2011-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2023 განკარგულება. მუხლი 18. რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსი რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑17 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 19. რეგიონალური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი რეგიონალური განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑17 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 20. რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑17 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თავი VI. საფინანსო-სამეურნეო სამსახური მუხლი 21. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ საფინანსო-სამეურნეო სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს საფინანსო‑სამეურნეო სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“; მუხლი 22. საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსი საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 21‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 23. საფინანსო-სამეურნეო სამსახურის მთავარი ბუღალტერი საფინანსო-სამეურნეო სამსახურის მთავარ ბუღალტერს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 21‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 24. საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსი სპეციალისტი საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 21‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თავი VII. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუხლი 25. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, მთავარ სპეციალისტს და უფროს სპეციალისტს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, მთავარ სპეციალისტს და უფროს სპეციალისტს მოეთხოვებათ: ა) საშუალო განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თავი VIII. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური მუხლი 26. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“; მუხლი 27. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 26‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 28. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 26‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 29. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 26‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები