„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017082
  • Word
409
27/09/2012
ვებგვერდი, 28/09/2012
280120000.10.003.017082
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №409

2012 წლის 27 სექტემბერი

 ქ. თბილის

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 და დგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, 280120000.10.003.01.6663) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. 1.4 დანართის  (მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო მომსახურების ქვეპროგრამა):

ა)  მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:    

„3. ქვეპროგრამის ღონისძიებაა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციართათვის სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა.“;

ბ)  მე-4 მუხლისპირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 585 272 ლარით. აქედან, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებისთვის გათვალისწინებულია 40 000 ლარი.“;

გ) მე-4  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოებს შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;

დ)  მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:  

„3. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.“.

2. 1.13.1 დანართი (სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 7 28 200 ლარით.“.

3. 1.13.2 დანართი (საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 2 03 800 ლარით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ი . მერაბიშვილი