ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 199/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016465
  • Word
199/ნ
27/09/2012
ვებგვერდი, 27/09/2012
040030000.22.022.016465
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 199/ნ

2012 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე;

2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) №2 დანართიდან ამოღებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დაბა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-7 გრაფა.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან.

. დეკანოიძე