დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 198/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.022.016464 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 198/ნ
2012 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანების(სსმ, №122, 24/10/2005, 270.090.000.22.022.007.808) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი:
„მუხლი 52. საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პედაგოგის დანამატი
პედაგოგს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტულ ნაწილს, მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 75 ლარის ოდენობით.”.
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ.დეკანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები