დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სკოლებისათვის თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით ყოველთვიური დაფინანსების გამოყოფის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 196/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430110000.22.022.016462 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №196/ნ
2012 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სკოლებისათვის თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით ყოველთვიური დაფინანსების გამოყოფის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილების პირველი მუხლის 71 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. გამოეყოთ საჯარო სკოლებს დამატებით ყოველთვიური დაფინანსება:
ა) 75 ლარის ოდენობით – თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ 51 მუხლის საფუძველზე იღებს დანამატს;
ბ) 125 ლარის ოდენობით – თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
გ) თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს – მოყვანილი ფორმულის მიხედვით: X = 1000 ლარს ‑ (A+B+C), სადაც:
X – საჯარო სკოლებისათვის დამატებით გამოსაყოფი თანხაა;
A – ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხაა;
B – ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხაა;
C – „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ (გარდა 51 მუხლისა) შესაბამისად განსაზღვრული პედაგოგის შრომის ანაზღაურებაა;
დ) 75 ლარის ოდენობით – თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩაბარებული აქვს საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილი და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ 52 მუხლის საფუძველზე იღებს დანამატს.” .
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები