დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების” ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 893 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480030000.08.002.016653 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №893
2012 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების” ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების” ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის № 489 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №84, მუხ. 1206) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების” ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს დელეგაციას (შემდეგში – დელეგაცია) შემდეგი შემადგენლობით:
თორნიკე გორდაძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი;
სერგი კაპანაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი;
თეა ახვლედიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელი;
თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი, დელეგაციის IIIა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე;
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე;
კონსტანტინე კინწურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IIIა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი;
მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IIIბ სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე;
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი;
თამარ კოვზირიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IV სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი;
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამინისტროს ბიუროს მთავარი მრჩეველი, დელეგაციის IIIბ სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, IV სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე;
არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები