„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18164
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 19/09/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 19/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016172
  • Word
18164
19/09/2012
ვებგვერდი, 27/09/2012
000000000.00.00.016172
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №18164

2012 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 58-ე მუხლი:

მუხლი 58. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების ან საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონლის დეკლარირება

1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების ან საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონლის ამავე ორგანიზაციის სტანდარტიზაციის სააგენტოს მიერ „ეროვნულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით“ 2005 წელს მიღებული შეთანხმებით განსაზღვრული „ფორმა 302“-ის ან „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური ჯგუფის სტანდარტული საოპერაციო პროცედურებით“ გათვალისწინებული „საზღვრის კვეთის ფორმების“ წარდგენით დეკლარირებისას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დოკუმენტის ყველა ფურცელზე კეთდება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა, რომელიც მოწმდება პირადნომრიანი ბეჭდითა და თარიღის მითითებით . დოკუმენტის დამოწმებული ასლი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო ორიგინალი უბრუნდება დეკლარანტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას, საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება საქონლის შემოტანის დროს დამოწმებული დოკუმენტი, რომლის ყველა ფურცელზე კეთდება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა და მოწმდება პირადნომრიანი ბეჭდითა და თარიღის მითითებით.

3. იმ შემთხვევაში, თუ წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონი ან მისი ნაწილი გახარჯულ იქნა წვრთნებ ის პროცესში, ან გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, ან სხვა დანიშნულებით გამოყენების მიზნებისათვის დეკლარირებულ იქნა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში, საქონლის შემოტანის დროს დამოწმებული დოკუმენტის უკანა გვერდზე მიეთითება მონაცემები ასეთი საქონლის თაობაზე, რაც მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).“ .

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ებანოიძე