საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუმინეთის კავშირგაბმულობის და საინფორმაციო საზოგადოების სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 884
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016649
884
24/09/2012
ვებგვერდი, 25/09/2012
480140000.08.002.016649
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუმინეთის კავშირგაბმულობის და საინფორმაციო საზოგადოების სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №884

2012 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუმინეთის კავშირგაბმულობის და საინფორმაციო საზოგადოების სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2012 წლის 3 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუმინეთის კავშირგაბმულობის და საინფორმაციო საზოგადოების სამინისტროს შორის კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მ. სააკაშვილი