დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.143.016115 |
|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 16/01/2012; 280120000.35.143.016082) დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით – ამ წესის პირველი და მე-2 მუხლებით, აგრეთვე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-7, მე-8 მუხლებით, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დახმარების შემთხვევებში – შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების, ამ წესის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – სააფთიაქო დაწესებულების, ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის, ამ წესის მე-10 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის ან ბენეფიციარის, ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – უმაღლესი სასწავლებლის, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე მისი გადარიცხვის გზით“. |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები