"ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/09/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.116.016090
  • Word
28
19/09/2012
ვებგვერდი, 25/09/2012
200130000.35.116.016090
"ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2012 წლის  1 9  სექტემბერი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29  თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი  (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,09/03/2012წ.,სარეგისტრაციო კოდი : 200130000.35.116.016071) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლით.“ ;

ბ) დადგენილების დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

,,მუხლი 5. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები სრულად;

ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“ ;

გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  მ . ლეთოდიანი