დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.115.016094 |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2012 წლის 19 სექტემბერი
დაბა ლენტეხი
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2012წ., სარეგისტრაციო კოდი : 200130000 35.115.016081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება .
ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლით.“ ;
ბ) დადგენილების დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
,,მუხლი 6. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს.
ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები სრულიად;
ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;“;
გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ა. ქურასბედიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები