დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 771 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016132 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №771
2012 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24 -ე მუხლის , აგრეთვე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007 წ., №7, მუხ. 53) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ს ააგენტოს ფუნქცია და საქმიანობის საგანია – თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; საფელდეგერო მომსახურება; სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის განხორციელება; სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა; სააგენტოს მიერ საკუთარი სახელისა და საქმიანობის რეკლამირება; სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისათვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გაწევა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 18 სექტემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ე . ზღულაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები