“უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 169
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016377
169
21/09/2012
ვებგვერდი, 21/09/2012
010130000.22.027.016377
“უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №169

2012 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის99 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13 .06 .2012 , 010130000.22.027.016312) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილება:

1. მე -2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის ორგანოს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზა და სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადასცენ განმცხადებელს. განმცხადებელი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განცხადების მიღება ხდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით;“.

3. მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ბეჭედი – ბეჭედი დაიტანება მოწმობის მესამე გვერდზე თანამდებობის პირის ხელმოწერასა და მფლობელის ხელმოწერას შორის. ბეჭედი შესაძლოა იყოს ელექტრონული ფორმის და მისი დატანა განხორციელდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.“.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი