„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 23/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017080
  • Word
407
21/09/2012
ვებგვერდი, 21/09/2012
300160070.10.003.017080
„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №407

2012 წლის 21 სექტემბერი

 ქ. თბილის

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის 243 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილებაში (სსმ, 12.11.2007 წელი, მუხლი 1754) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 „1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103- მუხლის მე -15 ნაწილისა და ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე -12 მუხლის შესაბამისად , დამტკიცდეს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ თანდართული დებულება და ფორმა.“ .

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული:

ა) „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულების“:

ა. ) პირველი მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

2. დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედვლობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო ) ან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების მიერ (შემდგომში – ინსპექტირების ორგანოდა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოების (შემდგომში – შესაბამისი ორგანოებიმიერ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლსა და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებს ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში .

3. დებულება, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსთან ერთად, აწესრიგებს სააგენტოს ან ინსპექტირების ორგანოს და შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების წესს.“;

ა. ) მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

     „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

დებულებაში გამოყენებულ ტერმინებზე ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინთა განმარტებები.“;

ა. ) მე -7 და მე -8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

     „მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტზე არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს , აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში , განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის და აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას . კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში კი გამოსცემს ობიექტის ექსპლუატაციის   სრული ან ნაწილობრივი შეჩერების (მათ შორის , ობიექტზე ტექნოლოგიური პროცესის , ტექნიკური ნაკეთობის , მექანიზმის , დანადგარის , მოწყობილობის , მათი ნებისმიერი კომბინაციის შეჩერების ) შესახებ აქტს , აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის , აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში , ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში , აკონტროლებს , რომ დაცულ იქნეს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადა და არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია , ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას (მათ შორის , ტექნოლოგიური პროცესის , ტექნიკური ნაკეთობის , მექანიზმის , დანადგარის , მოწყობილობის , მათი ნებისმიერი კომბინაციის ექსპლუატაციას ).

    მუხლი 8. საერთო დებულებები

1. სააგენტოს ან შესაბამისი ორგანოების მიერ ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება სააგენტოს ან შესაბამის იორგანოს ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე . ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული ბრძანების ასლი სამსახურებრივ პირადობის მოწმობასთან ერთად წარუდგინოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უფლებამოსილ პირს .

2. ტექნიკური ინსპექტირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები ისეთი საკითხების შესასწავლად , რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარს საჭიროებს, და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სააგენტოსათვის ან შესაბამისი ორგანოებისათვის.“;

ა. ) მე -10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტზე მისვლისთანავე ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია ობიექტის ხელმძღვანელობას ან ობიექტის სრულუფლებიან წარმომადგენელს წარუდგინოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და სააგენტოს ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანების ასლი.“;

ა. ) მე -15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

1. საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას ასევე მოწმდება სააგენტოს ან შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ნებართვების პირობების შესრულება . ასეთი შემოწმების ამოცანაა :

) სანებართვო პირობების სრულად დაცვის შეფასება ;

) სანებართვო პირობების დარღვევის ან /და შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის დაჯარიმება.“;

ა. ) მე -19 მუხლის :

ა. . ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

1. ტექნიკური ინსპექტირების შედეგები ფორმდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმით (შემდგომში ოქმი ). ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად . ოქმის დედანი და ერთი ასლი გადაეცემა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს შემოწმების ჩატარებიდან ერთი დღის ვადაში . ოქმის ერთი ასლი რჩება ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ ორგანოში . იმ შემთხვევაში , თუ ტექნიკური ინსპექტირება განახორციელა ინსპექტირების ორგანომ , იგი ოქმის ერთ ასლს უგზავნის სააგენტოს . ოქმის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად.“;

ა. . ) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

3. არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი და მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი თანხმდებიან შეუსაბამობის გამოსწორების გონივრულ ვადაზე , რაც ფიქსირდება ოქმში , რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე . ამასთან , კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია :

) განუმარტოს ობიექტის მფლობელს შესაძლო შედეგები და გასცეს რეკომენდაცია ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ოქმში მითითებით ;

) დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს და გაუგზავნოს ოქმის ასლი ;

) თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება გამო იწვევს უფრომეტ ზიანს , ვიდრე მისი ექსპლუატაციის გაგრძელება , ან არსობრივად შეუძლებელია პროცესის შეჩერება , ინსპექტირების ორგანო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ გააკეთოს შენიშვნა ოქმში და 24 საათის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს.“;

ა. . ) მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

6. ოქმები სააგენტოში ინახება ხუთი წლის განმავლობაში. ისინი შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ დადგენილი წესით აღირიცხება სააგენტოს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში . ჟურნალის ფორმა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.“;

ბ) ფორმა №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

ფორმა №1

ტექნიკური ინსპექტირების ოქმი

______________________________                                            

______________________________

 (ოქმის შედგენის ადგილი)                                                             (თარიღი)

________________________________________________________________________________________

_____________________________ ___________________________________________________________

(მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დასახელება, მისამართი, ტელეფონი)

_____________________________ ___________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

_____________________________ ___________________________________________________________

________________________________________________________________________________________

(ობიექტის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი)

_____________________________ ___________________________________________________________

________________________________________________________________________________________

ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი

________________________________________________________________________________________

 (თანამდებობა, გვარი, სახელი)

________________________________________________________________________________________

_____________________________ ___________________________________________________________

ტექნიკური ინსპექტირების საფუძველი

 _________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_____________________________ ___________________________________________________________

ინსპექტირებაში მონაწილე ექსპერტი   

_____________________________ ___________________________________________________________

________________________________________________________________________________________

 (თანამდებობა, სახელი, გვარი)

უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი /ორგანო

_____________________________ ___________________________________________________________

________________________________________________________________________________________

                                               (თანამდებობა, სახელი, გვარი)

შემოწმების შედეგები და შესაბამისობის შეფასების მონაცემები :

_________________________________________________________________________________________

 (შეუსაბამობის (არაარსებითი , I ხარისხისარსებითი , II ხარისხის არსებითი , I ხარისხის კრიტიკული , II ხარისხის კრიტიკული ) არსებობის შემთხვევაში გამოვლენილი შეუსაბამობა ნორმატიული აქტის შესაბამისი მუხლის , პუნქტის მითითებით , გასატარებელი ღონისძიებები , გამოსწორების გონივრული ვადა )

__________________________________________________________________

ობიექტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება 

______________________________________________________________

______________________________________________________________

______________________________________________________________

______________________________________________________________

______________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

ოქმს თან ერთვის დანართი:

__________________________________________________________________________________________

___________________________________________                                                           

     (ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერა)

______________________________________

             (ოქმის შემდგენლის ხელმოწერა)

_______________________________________

                (ექსპერტის ხელმოწერა)“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს  2012 წლის 23 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი      . მერაბიშვილი