„კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 23/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300260000.10.003.017078
  • Word
405
20/09/2012
ვებგვერდი, 21/09/2012
300260000.10.003.017078
„კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №405

2012 წლის 20 სექტემბერი

 ქ. თბილის

კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში (სსმ, 10.03.2006, მუხლი 370) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-15 ნაწილისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს კარიერების უსაფრთხოების წესები და №1, №2 დანართები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ კარიერების უსაფრთხოების წესების:

ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საწარმოს ხელმძღვანელი დათვალიერებისა და ინსტრუმენტული დაკვირვების პერიოდულობა განსაზღვრავს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული კარიერებზე გვერდების, ფერდოების, საფეხურებისა და ნაყარების დეფორმაციებზე დაკვირვებებისა და მათი მდგრადობის უზრუნველყოფის ღონისძიებების დამუშავების ინსტრუქციის შესაბამისად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი   ი . მერაბიშვილი