დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 402 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017075 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №402
2012 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
„დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/04/2012, 040030000.10.003.016814) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის“ (დანართი №2) მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„12
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინტერნეტაუქციონის ჩატარება |
50 ლარი |
5 834 ლარი |
70 000 ლარი“.
|
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან .
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები