დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 401 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017074 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №401
2012 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართვე ლოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის № 38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართვე ლოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის № 38 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 273) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
საბჭოს თავმჯდომარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი
საბჭოს წევრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა‑ ანგარიშგების სამმართველოს უფროსი
საბჭოს წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი
საბჭოს წევრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
საბჭოს წევრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
საბჭოს წევრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
საბჭოს წევრი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ცენტრალური საბუღალტრო სამსახურის უფროსი.“ .
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ: დევი ვეფხვაძეს – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილეს, ლავრენტი ჭუმბურიძეს – საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს, სალომე სხირტლაძეს – საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსს.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები