„საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 401
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 07/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017074
  • Word
401
20/09/2012
ვებგვერდი, 21/09/2012
010240030.10.003.017074
„საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №401

2012 წლის 20 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„ საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართვე ლოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის № 38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართვე ლოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის № 38 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 273) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

საბჭოს თავმჯდომარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი

საბჭოს წევრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა‑ ანგარიშგების სამმართველოს უფროსი

საბჭოს წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი

საბჭოს წევრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

საბჭოს წევრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საბჭოს წევრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

საბჭოს წევრი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ცენტრალური საბუღალტრო სამსახურის უფროსი.“ .

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ: დევი ვეფხვაძეს – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილეს, ლავრენტი ჭუმბურიძეს – საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს,  სალომე სხირტლაძეს – საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ი . მერაბიშვილი