დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.118.016076 |
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2012 წლის 20 სექტემბერი
ქ. ონი
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვალის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2012წ., სარეგისტრაციო კოდი : 200130000.35.118.016061) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლით.“ ;
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
„ მუხლი 6. ქონების გადასახადისგან გათავისუფლება
ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
ა) ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები სრულად;
ბ) ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“ ;
გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
,,41. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“ .
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურდილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები