,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/09/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.162.016155
  • Word
70
19/09/2012
ვებგვერდი, 26/09/2012
200230000.35.162.016155
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 70

 2012 წლის 19 სექტემბერი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

   მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №31 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 22/03/2012, 200230000.35.162.016116) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,მუხლი 4.

 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ ჰექტარზე შეადგენს:

   ა) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 5 ლარს;

ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს;

გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 82 ლარს;

დ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით:

დ.ა) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 5 ლარს;

დ.ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 10 ლარს;

   დ.გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) – 40 ლარს.“.

  მუხლი 2.

   ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  თავმჯდომარის

  მოვალეობის შემსრულებელი                             ჯ. ხანგოშვილი