,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/09/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.162.016154
  • Word
69
19/09/2012
ვებგვერდი, 26/09/2012
040110030.35.162.016154
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №69

  2012 წლის 19 სექტემბერი

    ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

  მუხლი 1. ,,ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურ ისა და სარგებლობის საფასურ ის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი , 16/08/2011, 040110030.35.162.016047) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) ოდენობა განისაზღვროს :

ა) 1 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 (შვიდი) პროცენტით;

ბ) სხვა უძრავ ქონებაზე:

ბ.ა) ქალაქ ახმეტაში მდებარე უძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 (შვიდი) პროცენტით;

ბ.ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და სხვა ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთებზე (გარდა ,,ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული უძრავი ქონებისა) – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 (ხუთი) პროცენტით;

ბ.გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე – 1 ჰექტარზე 8 (რვა) ლარ ით;

გ) მოძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 (ათი) პროცენტით.“.

  მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                          ჯ. ხანგოშვილი