,,თვითმმართველი ერთეულის _ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/09/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.162.016153
  • Word
68
19/09/2012
ვებგვერდი, 26/09/2012
010250040.35.162.016153
,,თვითმმართველი ერთეულის _ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება № 68

2012 წლის 19 სექტემბერი

ქ. ახმეტა

,,თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

   მუხლი 1. ,,თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/09/2011, 010250040.35.162.016056) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) გასცემს ცნობას ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების თაობაზე (საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირებზე), აგრეთვე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს, დოკუმენტს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ;“.

  მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                           ჯ. ხანგოშვილი