„ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/09/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.164.016074
  • Word
22
17/09/2012
ვებგვერდი, 26/09/2012
200230000.35.164.016074
„ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2 2

2012 წლის 17 სექტემბერი

                           ქ. ყვარელი                   

„ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”  ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსს“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

 „მუხლი 9. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                ზ. ლომიძე