„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016375
  • Word
167
21/09/2012
ვებგვერდი, 21/09/2012
040030000.22.027.016375
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №167

2012 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის №158 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 11. 09. 2012 წ., 040030000.22.027.016366) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური: საქართველოს დედაქალაქის თბილისისა და თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ტერიტორია, ასევე სოფელი მუხათგვერდი;“.“.

2. ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5 . ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის და თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ტერიტორია, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა თვითმმართველი ქალაქი – ქუთაისის ტერიტორია, ხოლო ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის  ტერიტორია. სააგენტოს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ასევე უფლებამოსილნი არიან ადგილზე მომსახურების მიზნით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე მიიღონ განაცხადი იმ მომსახურების განხორციელებაზე, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელ მომსახურებას.

6 . ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების მიღების უფლებამოსილების განხორციელებისას ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლების სამოქმედო ტერიტორიაა საქართველოს დედაქალაქის თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლები, ასევე ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ქორწინების რეგისტრაციის მოწმობას გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამის   სამსახურში. .“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი