დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 784 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.22.026.016154 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №784
2012 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში (სსმ, 18.04.2008, №59 , მუხ. 675) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,ლ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ლ) მედალი ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის” (დანართი №101).”.
2. ბრძანებას დაემატოს დანართი №101 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი №101
მედალი ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის"

მედლით დაჯილდოვების წესი
1. მედლით ,, სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის” ჯილდოვდებიან სამხედრო მოსამსახურეები სტიქიური მოვლენების ან/და მისი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების დროს, აგრეთვე მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენისას გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის .
2. მასალა – ლითონი ბრინჯაოს შეფერილობით.
3. მედლის ზოგადი აღწერილობა:
ა) ავერსი – გამოსახულება გადაჭდობილი ხელები (რელიეფი), რელიეფური წარწერით;
ბ) რევერსი – თავისუფალი (გამოსახულების და წარწერის გარეშე).
4. მედლის ლენტი:
ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად;
ბ) რევერსი – თითბერის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.
5. მედლით ,, სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის” სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები