დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 194/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016460 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №194/ნ
2012 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65 /ნ ბრძანებაში ცვლილებებ ის შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:
მუხლი 1 . „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 მაისის №65 /ნ ბრძანების (ვებპორტალი, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულების არჩევანის შესაბამისად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს:
ა) ინდივიდუალური საგანმანა თლებლო პროგრამის სახით;
ბ) დარგის/სპეციალობის მიხედვით;
გ) მიმართულების მიხედვით;
დ) მიმართულებათაშორისი საგანმანათლებლო პროგრამის სახით;
ე) ერთობლივი სადოქტორო პროგრამის სახით;
ვ) ერთიანი სადოქტორო პროგრამის სახით (სადოქტორო სკოლა);
ზ) ამ პუნქტის „ა “ – „ვ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების კომბინაციის სახით.“;
ბ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მ ე-4 პუნქტები:
„3. დაწესებულება ერთიანი სადოქტორო პროგრამის (სადოქტორო სკოლის) აკრედიტაციის შემდეგ უფლებამოსილია , დამოუკიდებლად განსაზღვროს სადოქტორო პროგრამის მიმართულებები;
4 . დაწესებულება ვალდებულია ყოველწლიური სავალდებულო თვითშეფსების ანგარიშთან ერთად ცენტრს მიაწოდოს ერთიანი სადოქტორო პროგრამის მიმართულებების შესახებ ინფორმაცია. “ ;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:
„მუხლი 181. ერთიანი სადოქტორო პროგრამის (სადოქტორო სკოლა) აკრედიტაციის თავისებურებები
ერთიანი სადოქტორო პროგრამის (სადოქტორო სკოლის) აკრედიტაციის სტანდარტები დაკმაყოფილებულია , თუ:
ა) სადოქტორო სკოლის მიზანი, მისი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის კონცეფცია, შეესაბამება საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას. სადოქტორო სკოლაში განსახორციელებელი ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამა ეფუძნება შესაბამისი დარგის განვითარების მიზნებს;
ბ) აკადემიური პერსონალის შერჩევა ხდება მათი კვლევის განხორციელების შესაძლებლობებისა და სამეცნიერო აღიარების მიხედვით;
გ) დოქტორანტობის კანდიდატის შერჩევის პროცესი გამჭვირვალეა, ორიენტირებულია იმ პირთა მოზიდვაზე, რომელთაც აქვთ ახალი ცოდნის შექმნის პოტენციალი;
დ) სადოქტორო სკოლის საქმიანობაში დანერგილია ხარისხის უწყვეტი განვითარების ეფექტიანი მექანიზმები;“ .
მუხლი 2. „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანების (ვებპორტალი, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი, 430030000.22.022.016102) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, რეგულირებადი და დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამისათვის – 3000 ლარს, ხოლო ერთიანი სადოქტორო პროგრამისათვის (სადოქტორო სკოლა) – 30 000 ლარს.“.
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
დოკუმენტის კომენტარები