დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340210000.22.022.016453 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 87/ნ
2012 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანების (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764, 430.210.000.22.022.013.878) პირველი პუნქტით დამტკიცებულ მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე მასწავლებლის სერტიფიკატების გადაცემას. მასწავლებლის სერტიფიკატის მისაღებად პირმა რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ.” .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები