დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.116.016089 |
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 27
2012 წლის 14 სექტემბერი
ქ. ცაგერი
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
,, ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,09/03/2012 წ.,სარეგისტრაციოკოდი : 200130000.35.116.016071) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთ ა კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესები , დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.“ ;
ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
,,21 . გადასახადის გადამხდელი ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.“
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ . ლეთოდიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები