დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.105.016093 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3 3
2012 წლის 18 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ , ,,ჰ2“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 21.03.2012; სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.105.016076) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება, კერძოდ:
1. ადგილობრივი (ქონების) გადასახადების განაკვეთების დანართ №1-ს დაემატოს მე-8 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადების განაკვეთების“ დანართი №1-ს მე-7 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.“.
მუხლი 2. მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 18 სექტემბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები