დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 399 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290110040.10.003.017072 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №399
2012 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 16/05/2012, 290110040.10.003.016850) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების“:
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) პაციენტის იდენტიფიკაციის შეყოვნებისას ან მზღვეველისაგან სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დასტურის მიღებამდე, შეუფერხებლად გაუწიოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება პირს;“ ;
ბ) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ჟ) მზღვეველთან სადავო თანხის ანაზღა ურებაზე შეთანხმების მიღწევამდე ან/და მზღვეველთან სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შეთანხმებამდე/მოლაპარაკების დასრულებამდე არ მოსთხოვოს ამ თანხის ანაზღაურება დაზღვეულს;“;
გ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-6 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5. მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი ) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი ) სამუშაო დღის ვადაში.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. სადავო შემთხვევის განხილვა იწყება მისი გამოვლენის მომენტიდან და მისი დასრულების ვადად განისაზღვრება სადაზღვევო შემთხვევის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი ) სამუშაო დღე . თუ ამ პერიოდში დავა არ მოგვარდა მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევა გადადის „დავების განხილვის“ რეჟიმში.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 9. კაპიტაციური ტარიფითა და გლობალური ბიუჯეტით დაფინანსებულმა მიმწოდებლებმა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა წინასწარ შეთანხმებული ნუსხით უნდა უზრუნველყონ მომდევნო თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე. მზღვეველმა განსაზღვრული ანაზღაურების გადახდა უნდა უზრუნველყოს წარდგენიდან 8 (რვა ) სამუშაო დღის ვადაში.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები