დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 398 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.017071 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №398
2012 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, №146, მუხლი 2071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ მაძიებლის/წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისას ან/და კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების დროისათვის (მათ შორის, სანამ დახმარების გამოყოფის შესახებ დადებითი პასუხი დადგენილი წესით ეცნობება დახმარების მიმღებს) დახმარების მიმღებს/წარმომადგენელს გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულება ან მისი ნაწილი, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული თანხის სამედიცინო დაწესებულებისათვის გადახდის შემდეგ სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია პროგრამის მოსარგებლეს დაუბრუნოს პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხისა და მოსარგებლის/ წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხის ჯამსა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივ ღირებულებას შორის სხვაობა, თუ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხისა და მოსარგებლის/წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხის ჯამი აღემატება გაწეული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივ ღირებულებას.“ .
მუხლი 2 . ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ნორმას აქვს უკუქცევითი ძალა და ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები