დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 396 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017069 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №396
2012 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ., მუხ. 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა;“;
ბ) „ მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის:
ა) „ გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 მუხლის:
ა) „ ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-6 მუხლის „ დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;“ .
5 . მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6 . მე-8 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ გ“ ქვეპუნქ ტის:
ა.ა) „ გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;“;
ა.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ.ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს. ასევე მოხელეებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;
გ) მე-5 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ ) მე-5 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.“ .
7. მე-9 მუხლის:
ა) „ ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი – სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა. პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ხელშეწყობა; პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ეფექტიან ობის ამაღლების მიზნით წინადადებების მომზადება შესაბამის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე; სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის კოორდინაცია და სააგენტოს მიერ წარდგენილი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტების ექსკლუზიურად განხილვა და საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსვლელობის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისა თვის ექპერტიზისა თვის წარდგენა; პრივატიზებასა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადება;“;
ბ) „ ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი – ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა; წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ; ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებათა მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე; საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებათა მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება; საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება; ევროპის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და წინადადებათა შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მექანიზმების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის შესახებ; დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ზ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება და შესაბამის ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, უშუალოდ, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებათა მომზადება; სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან; მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს სახელით დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;“;
დ ) „ ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე ) „ ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ყ) საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი – სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით ; „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი;“;
ვ ) „ შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი , მე-4 პუნქტი, მე-7 პუნქტის „ ა“, „ გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.
მუხლი 4. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტი, მე‑5 პუნქტი, მე-6 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტის „ ა.ბ“ ქვეპუნქტი, „ ბ“ და „ დ“ ქვეპუნქ ტებ ი და მე-7 პუნქტის „ ბ“ , „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებ ი ამოქმედდეს 2012 წლის 15 სექტემბრიდან.
მუხლი 5. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტის „ ა.ა“ ქვეპუნქტი და „ გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები