დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.016373 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №165
2012 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 21.03.2012, 010240030.22.027.016255) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 142 პუნქტი:
„142. ამ ბრძანების 32 პუნქტით გათვალისწინებული აღწერილობის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ბლანკებით მომარაგებამდე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებულ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობებს გასცემენ ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აღწერილობის ბლანკებზე.“.
2. ბრძანების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. საზღვარგარეთ საქართველოს ის დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილნი სააგენტოს ელექტრონული მართვის სისტემით, იყენებენ ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკებს, მათი მარაგების სრულ გახარჯვამდე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 20 სექტემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები