დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 164 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016372 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №16 4
2012 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1 . „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 22.08.2012 წ., 040030000.22.027.016357) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იუსტიციის სახლს ჰყავს სათავო ოფისი: საოპერაციო პროცესების, ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვის, პროდუქტების განვითარების, მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების დირექტორები.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ფინანსური ოპერაციებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქმისწარმოებისა და პროტოკოლის სამსახური;“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საოპერაციო პროცესების დირექტორი უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის ხარისხიან და შეუფერხებელ წარმოებას, ხელს უწყობს იუსტიციის სახლის პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის საქმიანობის მხარდაჭერას ადამიანური რესურსებითა და ადმინისტრაციული საჭიროებებით;“.
4. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.“.
5. ამოღებულ იქნეს მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.
6. ამოღებულ იქნეს მე-20 მუხლი.
7. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება;
ბ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა;
გ) თანამშრომლებთან დასადები შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება, თანამშრომლების პირადი საქმეების ფორმირება და მართვა;
დ) თანამშრომელთა შეფასების (მოტივაციის) სისტემის შექმნა და წარმოება;
ე) თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტური გაფორმება;
ვ) იუსტიციის სახლში შრომის შინაგანაწესის შემუშავება;
ზ) ადამიანური რესურსების ბაზის გაუმჯობესების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება;
თ) თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმების შედგენა, ხელმძღვანელობისთვის შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;
ი) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი;
კ) თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ლ) თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
მ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება;
ნ) შიდა საზოგადოებრივ ჯგუფებთან კომუნიკაცია.“.
8. 22-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. საქმისწარმოებისა და პროტოკოლის სამსახური“.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები