„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 862
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016646
  • Word
862
19/09/2012
ვებგვერდი, 19/09/2012
010340000.08.002.016646
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №862

2012 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2002 წ., №23, მუხ. 185) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „მეურნეობისა და სურსათის“ შეიცვალოს სიტყვით: „მეურნეობის“;

ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:“;

გ) ბრძანებულების მე-5 პუნქტში სიტყვები: „სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ და“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს“;

დ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ შეიმუშაოს და დაამტკიცოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების დამადასტურებელი ნიშნის გამოსახულება, რეკვიზიტები და გამოყენების წესი.“;

ე) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენის, რეგისტრაციის, გამოყენებისა და კონტროლის შესახებ დებულების მე-3 მუხლის:

ე.ა) მე-5 პუნქტში სიტყვები: „მეურნეობისა და სურსათის“ შეიცვალოს სიტყვით: „მეურნეობის“;

ე.ბ) მე-8 პუნქტში სიტყვები: „მეურნეობისა და სურსათის“ შეიცვალოს სიტყვით: „მეურნეობის“;

ე.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან სამ თვეში „საქპატენტში“ არ შევა დამატებითი ინფორმაცია, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შესახებ და შესაბამისი ცნობები შეაქვს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში (შემდეგში - რეესტრი).“;

ვ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „მეურნეობისა და სურსათის“ შეიცვალოს სიტყვით: „მეურნეობის“;

ზ) მე-5 მუხლის:

ზ.ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „მეურნეობისა და სურსათის“ შეიცვალოს სიტყვით: „მეურნეობის“;

ზ.ბ) მე-5 პუნქტში სიტყვები: „მეურნეობისა და სურსათის“ შეიცვალოს სიტყვით: „მეურნეობის“;

თ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენის, რეგისტრაციის, გამოყენებისა და კონტროლის შესახებ დებულების:

თ.ა) მე-3 მუხლის:

თ.ა.ა) მე-5 პუნქტში სიტყვები: „მეურნეობისა და სურსათის“ შეიცვალოს სიტყვით: „მეურნეობის“;

თ.ა.ბ) მე-8 პუნქტში სიტყვები: „მეურნეობისა და სურსათის“ შეიცვალოს სიტყვით: „მეურნეობის“;

თ.ა.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან სამ თვეში „საქპატენტში“ არ შევა დამატებითი ინფორმაცია, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შესახებ და შესაბამისი ცნობები შეაქვს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში (შემდეგში - რეესტრი).“;

თ.ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „მეურნეობისა და სურსათის“ შეიცვალოს სიტყვით: „მეურნეობის“;

ი) მე-5 მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეესტრში შეტანილ მონაცემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“;

ი.ბ) მე-4 პუნქტში სიტყვები: „მეურნეობისა და სურსათის“ შეიცვალოს სიტყვით: „მეურნეობის“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი