დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება შპს „ოქროს საწმისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/496-09 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის რაიონული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 10/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 10 სექტემბერი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ნიკურაძემ განიხილა შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია შპს ,,ოქროს საწმისის’’ გაკოტრების საქმე.
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართეს მოქალაქეებმა და ითხოვეს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორებად აღიარება.
აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27 -ე, სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ოქროს საწმისის’’ კრედიტორთა კრება 2012 წლის 26 სექტემბერს 12 :00 საათზე .
2. კრედიტორთა კრება შედგება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შენობაში (ქალაქი ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №7, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. კრებაზე განხილულ იქნ ეს შემდეგი საკითხი:
ა) კრედიტორად აღიარება.
4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.zestafoni. court. gov. ge .
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მის. : ქ. ზესტაფონი, წერეთლის №7). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე შ . ნიკურაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები