დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.103.016059 |
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2012 წლის 17 სექტემბერი
დ. მესტია
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის’’ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1’’ და ,,ჰ2’’ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის №5 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 29.03.2012. სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.103.016047) შეტანილ იქნას ცვლილება და დამატება, კერძოდ, ადგილობრივი /ქონების/ გადასახდის განაკვეთების დანართ №1-ში მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1’’ და ,,ჰ2’’ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისგან სრულად განთავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
ბ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობაზე.
მუხლი 4. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები