„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 17/53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016113
17/53
01/04/2012
ვებგვერდი, 24/09/2012
480610000.03.030.016113
„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


 

საქართველოს მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, (შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები”),

სურთ რა, ცვლილებები შეიტანონ 2007 წლის 9 ივლისს ხელმოწერილ „საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


 

მუხლი 1

      1. მე-3 მუხლის (საიდუმლოობის ხარისხების ეკვივალენტობა) 1-ლი პუნქტი უნდა ჩასწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

     1. მხარეები თანხმდებიან, რომ ქვემოთ მოცემული ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხები ეკვივალენტურია და შეესაბამება შესაბამისი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხებს:

საქართველოსათვის

ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე

ბულგარეთის რესპუბლიკისათვის

განსაკუთრებული მნიშვნელობის

gansakutrebuli mnishvnelobis

Top Secret

Строго Секретно

სრულიად საიდუმლო

sruliad saidumlo

Secret

Секретно

საიდუმლო

saidumlo

Confidential

Поверително

შეზღუდული სარგებლობისთვის

shezghuduli sargeblobistvis

Restricted

За Служебно Ползване

 

      2. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ უნდა იქნეს და მე-3 მუხლის არსებული მე-4 პუნქტი უნდა გადაკეთდეს ამავე მუხლის მე-2 პუნქტად.

მუხლი 2

      წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

 

      შესრულებულია 2012 წლის 1 აპრილს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განმარტებისას ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

/ხელმოწერილია/

ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

/ხელმოწერილია/