„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 14/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017066
  • Word
380
17/09/2012
ვებგვერდი, 17/09/2012
010240030.10.003.017066
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №380

2012 წლის 17 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №310 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2012, 010240030.10.003.016983) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. პირველიმუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირველი მუხლის მე‑3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.“ ;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 3. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემას შეადგენს:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატი;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამი სისტრუქტურები;

გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები;

დ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები;

ე) სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.“;

გ) მე-5 პუნქტის„ ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. ასევე ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს:

გ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;

გ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.“;

დ) მე‑5 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე, იმას, თუ რომელი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.“;

ე ) მე‑5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ვ“ ქვეპუნქტი:

„ ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი:

ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას;

ბ) ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.“ .

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 2. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი – მე-2 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ ა“ და „ ვ“ ქვეპუნქტებ ისა, ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.“ .

3. მე‑2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი:

„ მუხლი 3. დადგენილების პირველი მუხლის პირველი – მე-2 პუნქტები, მე-5 პუნქტის „ ა“ და „ ვ“ ქვეპუნქტებ ი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“ .

მუხლი 2. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე‑3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 14 სექტემბრიდან.

მუხლი 3 . დადგენილების პირველი მუხლის მე‑3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 31 ივლისიდან .

პ რემიერ-მინისტრი            ი. მერაბიშვილი