დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საფასურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას)აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 389 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370110000.10.003.017061 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №389
2012 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საფასურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საფასურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2011, 370110000.10.003.016176) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“.
2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 . „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 37-ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა (დანართი №1) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური (დანართი №2) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.
მუხლი 2 . ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.“.
3. დადგენილების 31 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
| სასოფლო‑ სამეურნეო დანიშნულების მიწის ( რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური კატეგორიის მიხედვით
| ||
| № | მიწის კატეგორია | 1 ჰა/ლარი |
| 1 | საძოვარი | 15 ლარი |
| 2 | საძოვარი (ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში) | 8 ლარი“. |
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები