„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017051
  • Word
378
17/09/2012
ვებგვერდი, 17/09/2012
010240010.10.003.017051
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 378

2012 წლის 17 სექტემბერი

 ქ. თბილის

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2012, 010240010.10.003.016986) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-10 მუხლის:

1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს;“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები პროექტის ინიციირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ან მთავრობის კანცელარიის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წინასწარი თანხმობით, ანდა მათი მეშვეობით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ი . მერაბიშვილი