“ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 17 მარტის №1-1/560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
“ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 17 მარტის №1-1/560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/1809
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 23/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300260000.22.024.016228
  • Word
1-1/1809
14/09/2012
ვებგვერდი, 18/09/2012
300260000.22.024.016228
“ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 17 მარტის №1-1/560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1809

2012 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 17 მარტის №1-1/560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 17 მარტის №1-1/560 ბრძანებასა (სსმ III, 25.03.2009, №36, მუხ. 214) და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”

 2. წესების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. შახტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღების, კონსერვაციის და ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყებისათვის აუცილებელია სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედვლობის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო).”.

  3. წესების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  2. სამთო სამუშაოების განვითარების გეგმა (პერსპექტიული და მიმდინარე) უნდა დამუშავდეს და დამტკიცდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ და შეთანხმდეს სააგენტოსთან .

 4. წესების 24-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  7. თუ ჰაერის მოძრაობის სიჩქარე აღემატება დასაშვებ სიდიდეს, გვირაბებში მუშაობა უნდა ჩატარდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამუშავებული და სააგენტოსთან შეთანხმებული სპეციალური ღონისძიებების შესაბამისად .

 5. წესების 24-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. დროებით გაჩერებული საქსპლუატაციო უბნების და გამოუყენებელი გვირაბების იზოლაცია დასაშვებია სააგენტოსთან შეთანხმებით. იზოლირებული გვირაბების ზღუდარების გახსნა და მავნე აირებისგან გაწმენდა უნდა მოხდეს სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ, პროექტის შესაბამისად .

 6. წესების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  4. გვირაბის სანგრევიდან მეთანის უეცარი ან სუფლიარული გამოყოფის ყველა შემთხვევის შესახებ შახტის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა უნდა აცნობოს სააგენტოს. თითოეულ შემთხვევაზე უნდა შედგეს აქტი, განხორციელდეს მეთანის გამოყოფის და სახეობის პროგნოზი, დამუშავდეს და რეალიზებულ იქნეს მეთანის უეცარი და სუფლიარული გამოყოფის თავიდან აცილების ღონისძიებები .

 7. წესების 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. მტვერაფეთქებაუსაფრთხოების კონტროლი კვარტალში ერთხელ მაინც უნდა განახორციელოს სამთო-სამაშველო სამსახურმა ხელსაწყოებით ან ლაბორატორიული ანალიზით. გვირაბში მტვრის აფეთქების მხრივ საშიში მდგომარეობის გამოვლენისას სამთო-სამაშველო სამსახურმა სასწრაფოდ უნდა აცნობოს შახტის ტექნიკურ ხელმძღვანელს და სააგენტოს .

 8. წესების 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  მუხლი 42. ზედაპირული რკინიგზის ტრანსპორტი

 შახტის ზედაპირზე რკინიგზის ტრანსპორტის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებით დამტკიცებული კარიერების უსაფრთხოების წესების” მოთხოვნათა შესაბამისად”.

 9. წესების 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  3. შახტის ზედაპირზე კონვეირების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებით დამტკიცებული კარიერების უსაფრთხოების წესების”, ხოლო მამდიდრებელ ფაბრიკაში – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 17 აპრილის №1-1/609 ბრძანების მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე” მოთხოვნების შესაბამისად”.

 10. წესების 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  მუხლი 45. სამშენებლო-საგზაო მანქანები

 შახტზე სამშენებლო-საგზაო მანქანების (ექსკავატორი, სკრეპერი, ბულდოზერი) ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებით დამტკიცებული კარიერების უსაფრთხოების წესების” მოთხოვნათა შესაბამისად”.

 11. წესების 61-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  12. ანალიზების შედეგები უნდა გაფორმდეს შეტყობინების სახით სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ და გაეგზავნოს სააგენტოს და შახტის ხელმძღვანელობას. ჭაბურღილიდან და ზღუდარიდან აღებული ანალიზების შედეგები უნდა გაფორმდეს ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, ნახშირჟანგის და მეთანის პროცენტული შედგენილობის ცვლილების გრაფიკების სახით, რომელთა შევსება უნდა მოხდეს ხანძრის მთლიან ჩამოწერამდე .

 12. წესების დანართ 11-ის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  15. ყოველი წლის 15 იანვრამდე შახტის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა უნდა მოამზადოს ყველა უბნის, ფრთის, ჰორიზონტის და შახტის აირსიუხვის განსაზღვრის, აგრეთვე, ფარდობითი აირსიუხვისა და კატეგორიის, ნახშირის მტვრის საშიშროების, მეთანის სუფლიარული გამოყოფის შესახებ მასალა და წარუდგინოს სააგენტოს. ყოველწლიურად მიღებული მონაცემების საფუძველზე სააგენტო და შახტის ტექნიკური ხელმძღვანელი ადგენენ შახტის კატეგორიას მეთანის მიხედვით .

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.

ვ. ქობალია